ალიასის მიღების შეცდომა

ტური შატილსა და მუცოში: ხევსურეთის მაღალმთიანი ციხე-ქალაქები

ერთდღიანი ტური მცირე ჯგუფში. აღმოაჩინე ავთენტური ხევსურეთი მსუბუქი გასეირნების ფორმატში! ეს არ არის ჰაიკინგი! ჩვენ ვესტუმრებით რამდენიმე სოფელსა და ციხე-სიმაგრეს, მათ შორის მთავარ ციხე-ქალაქ შატილს და ჩვენს აქტიურ დღეს ამავე ციხის სახურავზე მდებარე გემრიელ კაფეში დავასრულებთ.
  • 160₾
    ფასი ერთ ადამიანზე 6-კაციან მინი-ჯგუფში
  • საავტორო ტური
    ერთდღიანი მოგზაურობა მანქანით დასახლებებსა და ციხე-სიმაგრეებში
ჰაიკის პროგრამა
*მინი-ჯგუფი 6 ადამიანი. მივდივართ Mitsubishi delica-თი

ადრე ჩაკეტილი რეგიონი მდიდარი, თუმცა ადგილ-ადგილ სევდიანი ისტორიით, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ერთდღიანი გასვლებისთვის. ეს შესანიშნავი შანსია გაიცნოთ მთიელების არქიტექტურა, ყოფა, კულტურა და სამზარეულო.

წინ გველის დაახლოებით 4-საათიანი გზა ულამაზეს ადგილებში გაჩერებებით და მსუბუქი გასეირნებები ხევსურეთის რამდენიმე სოფელში. გზა მართალია მთის სერპანტინია, მაგრამ დიდი ნაწილი ასფალტი და ბეტონია, ამიტომ საკმაოდ კომფორტულია. ასევე გავჩერდებით დათვიჯვრის ულამაზეს უღელტეხილზე, რომელიც ჯვრის უღელტეხილზე 300 მეტრით მაღალია!

ხევსურეთში, შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრეებისა და გაფანტული სოფლების გარდა, დაგვხვდება მთის მდინარეები, ფიჭვნარი ტყეები, უჩვეულო მღვიმე ჩანჩქერით და კლდოვანი ხეობები. ასევე ძალიან საინტერესო და ზოგჯერ ტრაგიკულია ამ ადგილების ისტორია, რომელსაც აკლდამების მონახულებისას გავეცნობით. საქართველოშიც რომ ცხოვრობდეთ, ამ რეგიონზე ბევრ ახალს სწორედ ამ მოგზაურობისას გაიგებთ.
განრიგი
07:00 - გასვლა თბილისიდან

11:00-11:30 - ჩასვლა შატილში, გზად გაჩერებები ჟინვალის წყალსაცავთან, დათვიჯვრის უღელტეხილზე, მღვიმე ჩანჩქერით და სხვა მოთხოვნისამებრ

12:30-14:30 - ჩასვლა მუცოში, ვსეირნობთ ციხე-სიმაგრეში, ვსადილობთ (საკუთარი საკვებით ან კაფეში) ციხეში ასვლამდე ან შემდეგ

15:00-15:40 - მივდივართ ანატორის აკლდამებთან, აქ ბევრი სამარხია 1850-იანი წლების შავი ჭირის შემდეგ (ხედი ხეობასა და მდინარეების შესართავზე)

16:00-18:30 - ვსეირნობთ და ვიკვლევთ შატილის ციხე-ქალაქს, ვვახშმობთ საოცარი ხედის მქონე კაფეში 18:00-ზე (სურვილისამებრ შევივლით შატილში ადგილობრივი ყველის საყიდლად)

23:00-23:30 - დაბრუნება თბილისში

HIKINGMAX-ის გუნდი

160₾
გინდათ საკუთარი კომპანიით წამოსვლა?
ერთ ადამიანზე
ჯგუფში
ტურს სპეციალურად შენთვის მოვაწყობთ! ხალხმრავლობის გარეშე, შენთვის მოსახერხებელ დღეს. უბრალოდ დაგვიტოვე განაცხადი და ყველაფერს პირადად განვიხილავთ!
ალიასის მიღების შეცდომა