გაუქმების და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ერთდღიანი ჰაიკები
გაუქმებისას 3 დღით ადრე — ბრუნდება 100%
გაუქმებისას 3-დან 2 დღემდე პერიოდში — თანხის 50%-ის დაბრუნება
გაუქმებისას 2 დღეზე ნაკლები ხნით ადრე დაბრუნება არ ხდება
დაბრუნების ნაცვლად შეგიძლიათ დეპოზიტი სხვა ლაშქრობაზე გადაიტანოთ. გადატანა ხდება იგივე წესებით, რაც დაბრუნება.
გაუქმებისას 3 დღეზე მეტი ხნით ადრე — დეპოზიტის 100%-ის გადატანა
გაუქმებისას 3-დან 2 დღემდე პერიოდში — დეპოზიტის 50%-ის გადატანა
გაუქმებისას 2 დღეზე ნაკლები ხნით ადრე გადატანა არ ხდება
ლაშქრობები, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები
ადგილის დასაჯავშნად იხდით წინასწარ გადახდას (საგარანტიო დეპოზიტს) ღირებულების 20%-ის ოდენობით.
გაუქმებისას 10 დღეზე მეტი ხნით ადრე ბრუნდება საერთო ღირებულების 10% (წინასწარი გადახდის 50%). დეპოზიტის დარჩენილი ნაწილი რჩება წინასწარი ჯავშნის საოპერაციო ხარჯების დასაფარად.
ჯავშნის დასადასტურებლად დარჩენილი თანხა (80%) უნდა დაიფაროს ღონისძიებამდე 10 დღით ადრე.
გაუქმების შემთხვევაში 10 დღეზე ნაკლებ დროში (სრული გადახდის შემდეგ) თანხა სრულად კავდება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ ვახორციელებთ საცხოვრებლის, გიდების და ლოჯისტიკის არადაბრუნებად გადახდებს.
თუ ლაშქრობის გაუქმება ან სხვა თარიღზე გადატანა მოხდა ჩვენი მხრიდან — თანხა ბრუნდება ან გადაიტანება სრულად.
საზღვარგარეთის და კორპორატიული ტურები
ადგილის დასაჯავშნად იხდით არადაბრუნებად დეპოზიტს 20%-ის ოდენობით
დარჩენილი თანხის შემოტანა აუცილებელია ღონისძიებამდე 10 დღით ადრე.
თუ ლაშქრობის გაუქმება ან სხვა თარიღზე გადატანა მოხდა ჩვენი მხრიდან — თანხა ბრუნდება ან გადაიტანება სრულად.
თანხის დაბრუნება ხდება 14 დღის განმავლობაში დაბრუნების მოთხოვნის დადასტურებიდან.