პირველი გაჩერება ისეთი ადგილია, რომელიც თითქმის არარეალურად გეჩვენება — კაცხის სვეტი.
განდეგილი ბერი მაქსიმეს სამყოფელი 40-მეტრიანი ვიწრო კლდის წვერზე. ჩვენ ბილიკით ავალთ, რათა სვეტს სიმაღლიდან, საუკეთესო რაკურსით შევხედოთ.
*უშუალოდ ბერთან ასვლა არ შეიძლება.
იქიდან მივდივართ სვერის სალაშქრო კემპინგში. ვსვამთ ჩაის, ვიღებთ სპეციალურ აღჭურვილობას და მივდივართ კლდოვანი ვია-ფერატას დასალაშქრად – ავდივართ 50 მეტრზე აღჭურვილ ტრასაზე დაზღვევით. გზად გამოქვაბულს გავივლით, ბოლოს კი კლდეზე დაკიდებული საქანელა გველოდება.
ფერატას შემდეგ კი პირდაპირ ჩანჩქერისკენ გავეშურებით.
*კემპინგის ტერიტორიაზე არის მოწყობილი საშხაპეები. ვია-ფერატას შემდეგ შეძლებთ შხაპის მიღებას. ასევე არის სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ ყავის მოდუღება, ჩაის დალევა და საჭმლის შეთბობა.