საქართველო

ტაბაწყურის და
ფარავნის ტბები

3 დღე
ხანგრძლივობა
საშუალო
სირთულე
33 კმ
მანძილი
↑1850 ↓1550 მ
აღმართი / დაღმართი

მარშრუტის პროგრამა

დღე 1:
ტაბაწყურის ტბა და ვულკანები
თბილისი → ტაბაწყურის ტბა → შავნაბადას და შავის ვულკანები → ბანაკი ტბასთან
მანძილი / აღმართი: ~15 კმ / ↑1050 მ / ↓350 მ
სტარტს ტაბაწყურის ტბიდან (1991 მ) ავიღებთ. გავივლით ალპურ მდელოებს, საიდანაც ძველი სტრატოვულკანის, თავკვეთილის (~2 583 მ) კალთები მოჩანს. შემდეგ შავნაბადასა და შავის ვულკანური ფერდობებისკენ წავალთ, ვივლით ქვაყრილებზე, დეკის ბუჩქნარებში და სიმაღლეს ავკრეფთ. ღამეს ყიზილდაღის (წითელი მთა) ძირას, მაღალმთიანი ტბის პირას (~2 714 მ) გავათევთ.
დღე 2:
ლევანის ტბა
ბანაკი ტბასთან → ლევანის ტბა
მანძილი / აღმართი / დაღმართი: ~8 კმ / ↑500 მ / ↓600 მ
გადავივლით უღელტეხილს 3000 მეტრზე და მივალთ ლევანის ტბასთან (2 565 მ), რომელსაც ხშირად აბულ-სამსარის ქედის მთავარ მარგალიტს უწოდებენ. ღამეს ლევანის ტბის პირას გავათევთ.
დღე 3:
ფარავნის ტბა და სოფელი ტამბოვკა
ლევანის ტბა → ფარავნის ტბა → სოფელი ტამბოვკა
მანძილი / აღმართი / დაღმართი: ~10 კმ / ↑300 მ / ↓600 მ
გავივლით პლატოს და ავალთ შაორის მეგალითურ ციხეზე. ის მშრალი ციკლოპური წყობითაა ნაგები და მისი კედლები რამდენიმე მეტრის სიმაღლისაა. შემდეგ დავეშვებით ფარავნის ტბასთან (2 073 მ), სოფელ ტამბოვკაში, სადაც მანქანა დაგვხვდება და თბილისში დაგვაბრუნებს.

*სურვილის შემთხვევაში, ტამბოვკაში შეგვიძლია ადგილობრივებთან ოჯახურ სადილზე შევიაროთ.

რა წავიღოთ

  • თეთრეული
  • თერმული თეთრეული
  • მაისური
  • სასარულო შარვალი
  • თბილი შარვალი საღამოსთვის
  • წინდები ან თერმოწინდები
  • თბილი ფლისის ზედა
  • ქარსაწინააღმდეგო და წყალგაუმტარი ქურთუკი (მემბრანა)
  • საძილე ტანსაცმელი
  • ბაფი ყელზე
  • ხელთათმანები
  • თბილი ქუდი
  • თავსაბურავი (პანამა, ბანდანა, კეპი, ქუდი)
  • საწვიმარი კაპიუშონით
  • ტრეკინგის ბათინკები
  • ჩუსტები/კროქსები
  • სალაშქრო ზურგჩანთა 70−90 ლიტრიანი, თავისი საწვიმრით
  • ქვესაგები (კარიმატი)
  • მზის სათვალე
  • საწვიმარი
  • დასაჯდომი ბალიში (ტურისტული)
  • შუბლის LED ფანარი
  • სატრეკინგო ჯოხები
  • თბილი საძილე ტომარა (კომფორტის ტემპერატურა +0*С)
  • დაზღვევა
  • ნაღდი ფული
  • Powerbank
  • ყველა საჭირო დამტენი
  • თერმოსი (1 ლ.)
  • ჯამი, ჭიქა და კოვზი
  • მრავალჯერადი ბოთლი
  • ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები
  • პირადი აფთიაქი
  • მზისგან დამცავი კრემი და ჰიგიენური პომადა SPF-ით
  • პირადი ჰიგიენის ნივთები

ფასი და გადახდა

ადგილის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარი გადახდა 50%
დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს არაუგვიანეს სტარტამდე 10 დღით ადრე
ჩვენი მხრიდან გაუქმების ან გადატანის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება. გაუქმების, გადატანის და დაბრუნების პირობების შესახებ დეტალები იხილეთ აქ
გადახდა დოლარში ან ევროში ქართულ TBC ბარათზე
გადახდა რუბლებში Raif ბარათზე Золотая корона-ს კურსით