თბილისი → ზაკაგორის ციხე → სუატისის ხეობა → სუატისის ტბა
მანძილი / აღმართი: ~11,5 კმ / ↑720 მ
მარშრუტი თრუსოს ხეობიდან იწყება. ტურისტებში დიდხანს სიარული რომ არ მოგვიწიოს, მანქანით პირდაპირ ზაკაგორის ციხემდე მივალთ. ის ზუსტად სუატისის ხეობის შესახვევთან დგას. იქ, სავარაუდოდ, სასაზღვრო ზონაში ყოფნის ნებართვას გვთხოვენ, რის შემდეგაც ჩვენს თავგადასავალს დავიწყებთ. დაახლოებით 11 კილომეტრს მდინარის გასწვრივ, სუატისის ხეობაში, თანაბარი აღმართით გავივლით. უშუალოდ ტბამდე მთის ფერდობზე შედარებით ციცაბო ასვლა მიდის. ამ მონაკვეთს რომ დავძლევთ, ჩვენს ფინალურ წერტილში — ულამაზეს მყინვარულ სუატისის ტბაზე აღმოვჩნდებით. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3100–3200 მეტრზე მდებარეობს. როგორც მყინვარული ტბების უმეტესობა, სუატისიც საოცარი კაშკაშა ფირუზისფერია. ამინდის მიხედვით, მისი ფერი შეიძლება რძისფერიდან მჭახე ლურჯამდე იცვლებოდეს. აქვე დავცემთ ბანაკს, დავისვენებთ, ვივახშმებთ და ღამეს გავათევთ.
*თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ ტბასთან უზარმაზარი მყინვარი ეშვება. ის სათავეს მთა სუატისიდან იღებს. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია მყინვართან უფრო ახლოსაც მივიდეთ.
დღე 2:
უკან დაბრუნება უღელტეხილის გავლით
სუათისის ტბა → სამხრეთ ირისტონის უღელტეხილი → მნას ხეობა → ქვემო ოქროყანა → თბილისი
მანძილი / აღმართი / დაღმართი: ~16 კმ / ↑798 მ / ↓1979 მ
ადრე ვიღვიძებთ, რომ მშვიდად ვისაუზმოთ და ტბის ხედებით კიდევ ცოტა ხანს დავტკბეთ. შემდეგ გზას სამხრეთ ირისტონის უღელტეხილის (1A, 3385 მ) გავლით გავაგრძელებთ. ეს გზის ყველაზე ციცაბო და რთული მონაკვეთია. უღელტეხილიდან მნას ხეობაში დავეშვებით. სადმე ხეობაში დასასვენებლად და სადილად შევჩერდებით, მერე კი მდინარის გასწვრივ, მშვიდად და სასიამოვნოდ ჩავალთ ქვემო ოქროყანამდე, სადაც თბილისის ტრანსფერი დაგველოდება.
რა წავიღოთ თან
აღჭურვილობა
თერმული თეთრეული
მაისური
სასარულო შარვალი
თბილი შარვალი საღამოსთვის
წინდები ან თერმოწინდები
თბილი ფლისის ზედა
ქარსაწინააღმდეგო და წყალგაუმტარი ქურთუკი (მემბრანა)
საძილე ტანსაცმელი
ბაფი ყელზე
ხელთათმანები
თბილი ქუდი
თავსაბურავი (პანამა, ბანდანა, კეპი, ქუდი)
საწვიმარი კაპიუშონით
ტრეკინგის ბათინკები
ჩუსტები/კროქსები
სალაშქრო ზურგჩანთა 70−90 ლიტრიანი, თავისი საწვიმრით
ქვესაგები (კარიმატი)
მზის სათვალე
საწვიმარი
დასაჯდომი ბალიში (ტურისტული)
შუბლის LED ფანარი
სატრეკინგო ჯოხები
თბილი საძილე ტომარა (კომფორტის ტემპერატურა +0*С)
პასპორტი
დაზღვევა
ნაღდი ფული
Powerbank
ყველა საჭირო დამტენი
თერმოსი (1 ლ.)
ჯამი, ჭიქა და კოვზი
მრავალჯერადი ბოთლი
ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები
პირადი აფთიაქი
მზისგან დამცავი კრემი და ჰიგიენური პომადა SPF-ით
პირადი ჰიგიენის ნივთები
კითხვები ლაშქრობის შესახებ
ტრანსფერი ორივე გზით, გიდის მომსახურება, კვება მარშრუტზე
არა
მოგიწევთ დაახლოებით 10-15 კგ-იანი ზურგჩანთის ტარება.
კვება შედის (დღეში 2-3-ჯერ). საჭმელს მონაწილეები და გიდები ერთად ამზადებენ. ვეგეტარიანელებისთვის ულუფას ხორცის დამატებამდე ვიღებთ, თუმცა მოსამზადებლად ცალკე ჭურჭელი არ გვაქვს (შეგიძლიათ საკუთარი წამოიღოთ).
მხოლოდ მარშრუტის დასაწყისში და სულ ბოლოში. იქონიეთ პაუერბანკები.
თუ ზურგჩანთის ტარებისას მუხლები ან ზურგი ძალიან გაწუხებს, სჯობს თავი შეიკავო.
ჩვენ დაჟინებით გირჩევთ გააფორმოთ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას.
ყურადღება!!! მისი არქონის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს მონაწილე თავად იხდის.