ჯავახეთის ვულკანური ზეგანი. მთიანი პლატო უამრავი კრატერით, ღრმულითა და ქვაბულით. ეს ბუნებრივი ჩაღრმავებები წყალს აგროვებს და ინარჩუნებს, ამიტომაც ვაკეზე ბევრი ალპური ტბაა.
მთა დიდი აბული. ჩამქრალი ვულკანი, ჯავახეთის უმაღლესი წერტილი (3301 მ). მდებარეობს სამსრის ქედზე, რომელიც ვულკანების ჯაჭვია.
დუხობორების სოფლები. დასახლებები, რომლებიც რუსეთიდან გადმოსახლებულმა „სულიერი ქრისტიანობის“ მიმდევრებმა დააარსეს. ისინი უარყოფდნენ საეკლესიო იერარქიას, ხატებს, მღვდლებს, სწამდათ, რომ ღვთაებრივი საწყისი ადამიანის შიგნითაა და უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე (გასაკვირი არაა, რომ გადაასახლეს).
შაორისა და აბულის მეგალითური ციხეები. აშენებულია ბრინჯაოს ხანაში (დაახლოებით ძვ.წ. 3000-1200 წწ.) ციკლოპური წყობით — ეს ისეთი მეთოდია, როცა უზარმაზარ ლოდებს ერთმანეთზე ცემენტისა და სხვა ხსნარების გარეშე აწყობენ