ალიასის მიღების შეცდომა
კოჯორი – ასურეთი: მუხნარი, კასკადოვანი ჩანჩქერი და გერმანული სოფელი
მარტივი ერთდღიანი ჰაიკი კოჯორიდან სამხრეთ მთისწინეთის ყველაზე მყუდრო და ისტორიით სავსე კუთხეებში – იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება, კარგი ხედები და პატარა საიდუმლოებები გზად.
  • მარტივი

    სირთულის დონე
  • 11 კმ

    ჯამური მანძილი
  • 200/700 მ

    სიმაღლის სხვაობა

მარშრუტის პროგრამა

აზოის ციხე
ქალაქის ხმაურს თავს დავაღწევთ და შემოდგომის მუხნარის რბილი ბილიკებით ძველ ბასტიონთან – აზოის ციხესთან მივალთ. ის ვულკანური ბორცვის მწვერვალიდან გადმოჰყურებს არემარეს, ინახავს ლეგენდებს და თბილისისა და მისი შემოგარენის პანორამებს. აქაური ქვის კედლები და კოშკების ნანგრევები თითქოს გეპატიჟება, რომ სხვადასხვა ეპოქას შეეხო, ხოლო ხედი თხემიდან ფიქრებს შორს მიაქროლებს. აქვეა ის ცნობილი „ინსტაგრამული“ კიბე, რომელზეც ყველა ტურისტი ნადირობს 😉.
მუხნარი
შემდეგ გზა რბილად მიიკლაკნება მუხნარში – რომელიც შემოდგომაზე ოქროსფერია და საოცარი სურნელი აქვს. ქარისგან „გაკრეჭილი“ ტყე დროდადრო მოულოდნელ მინდვრებს შლის, სადაც გინდება შეჩერდე, ღრმად ჩაისუნთქო და წარმოიდგინო, თუ რა ბილიკებს მოჰყავდა აქ ადამიანები ასობით წლის წინ.
კაბენის კასკადოვანი ჩანჩქერი
ამ მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სამკაული – კაბენის კასკადოვანი ჩანჩქერი და მის სიახლოვეს მდებარე კაბენის მონასტრის ნანგრევებია. ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაკადი, არამედ კლდოვან ხეობაში წყლის ვარდნების მთელი სერიაა – იდეალური ადგილი ფოტოებისთვის და სიგრილისთვის ცხელ დღეს (ზუსტად ისეთში, როგორიც ეს კვირაა). მიმდებარედ შემორჩენილი ძველი სამონასტრო კომპლექსის ნაშთები მარშრუტს მშვიდ, ისტორიულ სიღრმეს მატებს.
წყალსაცავი
გზად გავივლით წყალსაცავს (რეგიონის საირიგაციო სისტემის ნაწილი) – ბორცვებით გარშემორტყმული წყლის მშვიდი ზედაპირი ერთის მხრივ პეიზაჟს ამშვენებს, ხოლო მეორეს მხრივ – გვახსენებს, თუ როგორ არგებდნენ ადამიანები საუკუნეების მანძილზე ამ მიწას ცხოვრებასა და მეურნეობას.
გერმანული სოფელი ასურეთი
ჩვენი გასეირნების ფინიში – სოფელი ასურეთია (ყოფილი გერმანული კოლონია Elisabethtal). ეს საქართველოში იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც დღემდე შეგიძლიათ ნახოთ აკურატული გერმანული სახლები, გოთური სტილის კირხე და ძველი გერმანული სასაფლაო ძალიან ლამაზი და უჩვეულო საფლავის ქვებით. ოდესღაც აქ ვიურტემბერგიდან და შვაბიიდან წამოსული კოლონისტები ცხოვრობდნენ – მათ ჩამოიტანეს თავიანთი ყოფა, მეღვინეობა და არქიტექტურული სტილი, მათი კვალი კი დღემდე ჩანს სახლებზე, ფასადებსა და საფლავის ფილებზე.
ალიასის მიღების შეცდომა