თბილისი → დედოფლისწყარო → არწივის კანიონი და ხორნაბუჯის ციხე → ტალახის ვულკანები → დედოფლისწყარო
მანძილი: ~260 კმ
თბილისიდან კახეთისკენ ვიღებთ გეზს. გზად არწივის კანიონს ზემოდან გადავხედავთ და ხორნაბუჯის ციხეზე ავალთ, რომელიც პირდაპირ ალაზნის ველის თავზე, კლდის პირასაა გამოკიდებული.
პარკის ადმინისტრაციაში საბუთებს ვაწესრიგებთ, სურვილის შემთხვევაში კი ადგილობრივ მუზეუმსაც ვესტუმრებით.
შემდეგ სავანის გავლით იორის წყალსაცავისკენ მივდივართ, სადაც ნამდვილ ბაობაბებს ვნახავთ. მერე კი ქილაკუპრასა და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებისკენ დავიძვრებით. იქაურობა სხვა პლანეტას ჰგავს: მონაცრისფრო-მოცისფრო თიხა, მოფუსფუსე ბუშტუკები და დამსკდარი მიწა. სავანაში წრეს დავარტყამთ, ორივე ვულკანს მოვინახულებთ და დედოფლისწყაროში ვბრუნდებით. ვივახშმებთ და ღამესაც აქ გავათევთ.
ვივლით პარკის ტერიტორიაზე და გავჩერდებით ულამაზეს გადასახედებზე. ჯერ ვესტუმრებით დათვის ხევს — ვიწრო და თვალწარმტაც კანიონს. აქ მეცნიერებმა პრეისტორიული ცხოველების: მღვიმის დათვისა და მამონტის ნაშთებიც კი იპოვეს. შემდეგ პანტიშარას ხეობისკენ გავემართებით. ეს ვრცელი ხეობაა, სადაც პარკის სიმბოლოს, „ალესილების“ კლდეებს, ვნახავთ. ვივლით მდინარის გამშრალ კალაპოტზე, ყველაზე ლამაზ ადგილებში კი გავჩერდებით, რომ გავისეირნოთ და ფოტოები გადავიღოთ. ავალთ გადასახედზე, საიდანაც სუნთქვის შემკვრელი ხედები იშლება.
დღე 3:
პანორამები და დაბრუნება
გესთჰაუსი → ხედები მდინარის გასწვრივ და აზერბაიჯანის საზღვართან → დედოფლისწყარო → თბილისი
მანძილი: ~230 კმ
ვაგრძელებთ გზას მდინარის გასწვრივ პანორამული ხედებით დასატკბობად.
ფასი და გადახდა
990 GEL
19 აპრილამდე
1200 GEL
20 აპრილი
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარი გადახდა 50%
დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს არაუგვიანეს სტარტამდე 10 დღით ადრე
ჩვენი მხრიდან გაუქმების ან გადატანის შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება. გაუქმების, გადატანის და დაბრუნების პირობების შესახებ დეტალები იხილეთ აქ
არანაირი :) ძირითადად მანქანით ვმგზავრობთ და ლამაზ ადგილებში ვჩერდებით. დიდხანს სიარული ან სადმე ცოცვა არ მოგიწევთ.
ნივთების საბაზისო ნაკრები რამდენიმე დღისთვის: საცვლები, წინდები, თბილი მოსაცმელი საღამოსთვის, მაისური, ჰიგიენის ნივთები და ა.შ. თქვენ იცხოვრებთ კომფორტულ საოჯახო სასტუმროში. ველური პირობები მხოლოდ ავტომობილის ფანჯრის მიღმა იქნება.
არა. ნებისმიერი კეტები ან ბოტასები გამოდგება.
სამწუხაროდ, არა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბევრი აგრესიული ნაგაზია.
კვება ღირებულებაში არ შედის. ვჭამთ კაფეებსა და რესტორნებში.
მზად ხარ თავგადასავლისთვის?
დატოვე განაცხადი და წაგიყვანთ ჰაიკზე, რომლის შესახებაც მეგობრებს აღფრთოვანებული მოუყვები!