ჩვენს მოგზაურობას ძუძუანას მღვიმით დავიწყებთ. აქ ყველაფერი ნამდვილია: არანაირი განათებები, მოაჯირები და ბილიკები. მხოლოდ სიჩუმე, სიგრილე და იმის გააზრება, რომ სწორედ აქ იპოვეს მსოფლიოში უძველესი დართული ძაფი. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს არქეოლოგიურ ექსპედიციაში მოხვდი.
პირველი გაჩერება ისეთი ადგილია, რომელიც თითქმის არარეალურად გეჩვენება — კაცხის სვეტი.
განდეგილი ბერი მაქსიმის სამყოფელი 40-მეტრიანი ვიწრო კლდის წვერზე. ჩვენ ავუყვებით ბილიკს, რათა სვეტს ზემოდან, საუკეთესო რაკურსიდან შევხედოთ.
*უშუალოდ ბერთან ასვლა არ შეიძლება.
იქიდან მივდივართ სვერის მეკლდეურთა კემპინგში. ვსვამთ ჩაის, ვიღებთ სპეციალურ აღჭურვილობას და მივდივართ კლდოვანი ვია ფერატას დასაპყრობად — ავდივართ 50 მეტრზე აღჭურვილ ტრასაზე დაზღვევით. გზად გავივლით მღვიმეს, ბოლოს კი კლდეზე დაკიდებული საქანელა გველოდება. ფერატას შემდეგ კი პირდაპირ ჩანჩქერისკენ გავეშურებით.
საღამოს კოცონთან მოვკალათდებით და კარგად დავისვენებთ.
*კემპინგის ტერიტორიაზე არის მოწყობილი საშხაპეები. ვია ფერატას შემდეგ შეძლებთ შხაპის მიღებას. ასევე არის სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ ყავის მოხარშვა, ჩაის დალევა და საჭმლის შეთბობა.