ეს არ არის ჩვეულებრივი ჰაიკი. ეს მარშრუტი მათთვისაა, ვისაც „უბრალოდ ბილიკზე“ სიარული აღარ აინტერესებს. აქ შეგიძლია შენი შინაგანი ცელქი ბავშვი გაასეირნო, რომელსაც ქვებზე ძრომიალი, მდინარეებზე გადასვლა და თოკებზე ცოცვა უყვარს
თარიღი
11 იანვარი
150₾
ფასი
მარშრუტის სიგრძე
10 კმ
700 მ
სიმაღლის მატება
ჰაიკის პროგრამა
გავდივართ თბილისიდან
8:30-ზე ვიკრიბებით მეტრო 300 არაგველთან და მივდივართ არწივის კანიონისკენ. გზას დაახლოებით 2-2,5 საათი დასჭირდება.
ვეშვებით ხეობაში
მანქანიდან ვიღებთ ზურგჩანთებს და ხეობაში ვეშვებით. აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჯერ ბევრ ვერტიკალურ კიბესა და ციცაბო ბილიკს დავძლევთ. ჩანჩქერის თავზე გავივლით. ქვებზე ვიძრომიალებთ. გველოდება თოკებით დაშვება დაზღვევით და მდინარეზე გადასვლა. ირგვლივ კი სილამაზეა: ლიანები, ხვიარა მცენარეები, კლდეები და დაბლა მოხმაურე წყალი.
ტრეკის ეს ნაწილი სულ რაღაც 6 კილომეტრია, მაგრამ მის გავლას 3-დან 5 საათამდე მოვუნდებით. მაგარი ემოციები გარანტირებულია :)
სადილი ტბასთან
ყველა დაბრკოლების გავლის შემდეგ, ხეობიდან ტყეში, პატარა ტბასთან ამოვალთ და იქ ცხელ ჩაის დავლევთ.
ვბრუნდებით თბილისში
დაახლოებით 19 საათზე თბილისისკენ დავიძვრებით.
რა წავიღოთ
ქურთუკი და შარვალი, რომელთა დასვრაც არ დაგენანებათ
გამძლე სალაშქრო ფეხსაცმელი ან კროსოვერები მოჭიდებული ძირით
თერმოსით ჩაი, ბოთლით წყალი
ფლისი / ზედა / თერმული თეთრეული
ხელთათმანები
პაუერბანკი
მსუბუქი წასახემსებელი
სატრეკინგო ჯოხები
ფანარი
სათადარიგო წინდები
სათადარიგო ფეხსაცმელი
მარშრუტის თავისებურებები
რთულ მონაკვეთებზე ვიყენებთ ალპინისტურ დაზღვევას
აქ SPF და ქარისგან დაცვა არ დაგჭირდებათ. ხეობაში ჩრდილია და არ უბერავს.
წვიმიან ამინდში არწივის კანიონში არ დავდივართ, იქ ძალიან სრიალა და სახიფათო ხდება.
ძაღლის წამოყვანა არ ღირს. ყოფილა შემთხვევები, მაგრამ სიამოვნება საშუალოზე დაბალია :)
ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს. მხოლოდ მოჭიდებული ძირი, თორემ სულ უკანალზე დაეცემით და დაიტანჯებით.
მდინარეზე გადასვლისას შეიძლება ფეხები დაგისველდეთ, ამიტომ სათადარიგო წინდები და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წამოიყოლეთ.
თქვენი გიდები მარშრუტზე
თანადამფუძნებელი, გიდი მე-3 თანრიგი ალპინიზმში
Alexandra
თანადამფუძნებელი, გიდი
Max
ტურების ორგანიზატორი, გიდი
Alina
გადახდის წესი
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა 100%-იანი წინასწარი გადახდა
გადმორიცხვა ქართულ BOG ბარათზე ან ნაღდი ფულით გიდთან