ტურის განმავლობაში ვსეირნობთ კანიონში, დავდივართ ტყის ბილიკებზე. ზოგან შეგვხვდება ლიანები, ხავსი და ქვები. ვიქნებით კანიონის ფსკერზე, სადაც მოსახვედრად საკმაოდ ციცაბო დაღმართის, შემდეგ კი აღმართის დაძლევა მოგვიწევს. უმჯობესია ჩაიცვათ კომფორტული, მყარი ფეხსაცმელი მოჭიდებული ძირით და გამოიყენოთ სატრეკინგო ჯოხები. არ ჩაიცვათ კედები, გლუვძირიანი ბოტასები ან სანდლები.
თბილ ამინდში ქალაქგარეთ ტკიპები იღვიძებენ, გაითვალისწინეთ ეს, ჩაიცვით მაღალი წინდები და ელასტიკები ან შარვალი, რომლის ჩატანებაც წინდებში შეიძლება. კარგი იქნება ტკიპების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება და სახლში დაბრუნებისას საკუთარი თავის შემოწმება.
*მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის ჰაიკი — ფეხით ლაშქრობა მთის ან ტყის ბილიკებზე ღამისთევის გარეშე, რაც მოითხოვს მოხერხებულ ფეხსაცმელს და პატარა ზურგჩანთას წასახემსებლით, მაშინ როცა უბრალოდ გასეირნება — ეს არის ფეხით დასვენება, ხშირად ქალაქის ფარგლებში ან მოწყობილ პარკებში.
სირთულის დონე მითითებულია მარშრუტების ამ კატეგორიისთვის.