უშუალოდ მონასტრამდე მივალთ. ჯერ იოანე ნათლისმცემლის ტაძარს დავათვალიერებთ (სხვათა შორის, კომპლექსის ყველაზე ძველი ნაგებობაა) და ღვთისმშობლის ტაძარს (მას „ზედა ეკლესიასაც“ ეძახიან, რადგან ცოტა მაღლა დგას). აქვეა მღვიმე-ჭაც, სადაც, გადმოცემის თანახმად, წმინდა შიო ცხოვრობდა.