საქართველო

ჯიპ-ტური ტალახის ვულკანებზე

მოგზაურობა ჯიპებით ნახევრად უდაბნოში. კანიონები, ქვიშის კლდეები, ტალახის ვულკანები

რას ნახავთ მარშრუტზე

როგორ ვიყოთ ერთდროულად გაბედულებიც და ჭკვიანებიც? უნდა გავისეირნოთ უგზოობაზე ჯიპებით, გავიაროთ ქართული სავანა და მივიდეთ ტალახის ვულკანებამდე! ადგილზე კი ჩვენი გიდი მოგიყვებათ, რატომ წარმოიქმნა აქ ეს ვულკანები, რით განსხვავდებიან ისინი ჩვეულებრივისგან, რატომ ისვრიან ტალახს და საიდან გაჩნდა მათში ნავთობი და გაზი

ჯგუფური ტურების განრიგი

25 აპრილი, შაბათი
16 მაისი, შაბათი

ტურის პროგრამა

გავდივართ თბილისიდან
8:00-ზე ვიკრიბებით მეტრო 300 არაგველთან და გავდივართ მარშრუტზე.
გზა ტრასაზე დაახლოებით 2,5 საათს წაიღებს. მერე კი უგზოობა და ყველაზე საინტერესო ამბები იწყება.
მარშრუტის დასაწყისი
დედოფლისწყაროში სასაზღვრო სამსახურში ვრეგისტრირდებით, რადგან აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს ვიმოგზაურებთ. გზად შეიძლება სასაზღვრო პოლიცია შეგვხვდეს და საბუთები გვთხოვონ.

*არ დაგავიწყდეთ პასპორტის წამოღება
ტახტი-თეფას ვულკანები
მივდივართ ტახტი-თეფას ვულკანებისკენ. ეს არის უამრავი სხვადასხვა ზომის აქტიური ტალახის კრატერი. ზოგი სულ პატარაა, ზოგი კი დიამეტრში 4 მეტრს აღწევს. სასაცილოდ ისვრიან ტალახს :)
ჭაჭუნის აღკვეთილი
ვულკანებს შორის გზა ჭაჭუნას აღკვეთილზე გადის. მას "ქართულ სავანასაც" ეძახიან. აქ მეჩხერი ტყეები ერწყმის უზარმაზარ ღია სივრცეებს, სადაც მხოლოდ პატარა მშრალი ბუჩქები იზრდება. ვივლით გზაზე, რომელსაც უფრო სწორი იქნება "უგზოობა" ვუწოდოთ.
ქილაკუპრას ვულკანები
შემდეგ უჩვეულო ქილაკუპრას ვულკანისკენ წავალთ. ისიც მუდმივად ამოიფრქვევა, მისი ლანდშაფტი კი თეთრი ნალექებისგან, ნაპრალებისგან და მინი-კრატერებისგან შედგება.
ვბრუნდებით თბილისში
როცა ყველა ვულკანს ვნახავთ, სახლისკენ წამოვალთ
როგორ გადავიხადო?
ადგილის დასაჯავშნად საჭიროა სრული გადახდა 100%
გადახდა დოლარში ან ევროში ქართულ TBC ბარათზე
გადახდა რუბლებში Raif ბარათზე Золотая корона-ს კურსით
გაუქმების, გადატანის და თანხის დაბრუნების პირობების შესახებ დაწვრილებით ნახე აქ
რა შედის ღირებულებაში?
გიდის თანხლება მარშრუტზე
ტრანსფერი თბილისიდან ორივე გზაზე
ჩაი

დავრჩეთ კავშირზე!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში