კვება შედის ფასში (ვახშამი 1-ელ დღეს და საუზმე მე-2 დღეს, ცხელი ჩაი მთელი მარშრუტის განმავლობაში). საჭმელს მონაწილეები და გიდები ერთად ვამზადებთ, ყოველდღე ვნიშნავთ მორიგეებს. ვეგეტარიანელებისთვის ულუფას ხორცის დამატებამდე ვიღებთ, თუმცა მოსამზადებლად ცალკე ჭურჭელი არ გვაქვს. წასახემსებლები და დამატებითი კვება — წამოიღეთ იმდენი, რამდენიც ორი დღისთვის დაგჭირდებათ.
მსუბუქი, მოსახერხებელი და კომპაქტური პროდუქტები, რომლებიც გზაში ენერგიით აგავსებთ:
- პროტეინის ბატონები
- საწუწნი კანფეტები
- მარმელადი (რომელიც წყურვილს არ იწვევს)
- სუშკები
- ჩურჩხელა
- თხილეული
- იზოტონური სასმელები
წყალი აუცილებლად წამოიღეთ!მარშრუტზე წყაროები შეგვხვდება, მაგრამ მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი ყოველთვის თან უნდა გქონდეს.
უმჯობესია მინერალური წყალი წამოიღოთ — ნაბეღლავი ან ლიკანი იდეალური იქნება.