ტურის განმავლობაში ბორცვებზე ვსეირნობთ. ისინი ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ თავისებური ზედაპირი აქვთ, რომელიც გამომშრალ, დახეთქილ თიხას ჰგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოთ კომფორტული, მდგრადი ფეხსაცმელი მოჭიდების მქონე ძირით. ძალიან გირჩევთ გამოიყენოთ სალაშქრო ჯოხები, ეს დაგაზღვევთ დაღმართებსა და აღმართებზე. მარშრუტზე არის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ბორცვის ფერდობზე ვიწრო ბილიკით მივდივართ. მნიშვნელოვანია ეს გაითვალისწინოთ, თუ სიმაღლის ძალიან გეშინიათ.
*გახსოვდეთ, რომ ეს არის ჰაიკი — ფეხით ლაშქრობა მთის ან ტყის ბილიკებზე ღამისთევის გარეშე, რაც მოითხოვს მოხერხებულ ფეხსაცმელს და პატარა ზურგჩანთას წასახემსებლით, მაშინ როცა გასეირნება — უბრალოდ ფეხით დასვენებაა, ხშირად ქალაქის ფარგლებში ან კეთილმოწყობილ პარკებში.
სირთულის დონე მითითებულია ამ კატეგორიის მარშრუტებისთვის.