ღუმელს დავანთებთ, სიმყუდროვეს შევქმნით, გირლიანდებს ჩამოვკიდებთ და მუსიკას ჩავრთავთ.
ამ თბილ გარემოში გვექნება დრო საუბრისთვის, სამაგიდო თამაშებისთვის. ან ცოტა წავიმუშავებთ კიდეც: ჩიტებისა და ცხოველებისთვის ეკო-საკვებურებს დავამზადებთ და ნაძვებზე ჩამოვკიდებთ.
ტერიტორიაზე არის კოცონის ადგილი, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, ცეცხლს დავანთებთ.
გავალთ გარეთ, ვარსკვლავებს შევხედავთ და ცეცხლთან გავთბებით.
დასაძინებლად რბილ მატრასებზე მოვეწყობით, ზამთრის ტყის სიჩუმეში — ასეთი საღამოს შემდეგ ძილი განსაკუთრებით ღრმაა.
*დაგჭირდებათ საძილე ტომარა